სწავლა საზღვარგარეთ

Updated: Sep 4, 2021

მსოფლიოს უნივერსიტეტები და საჭირო ინფორმაცია მათ შესახებ

*მოცემული ინფორმაციის წყაროა “Times Higher Education World University Rankings”, რომელიც, უნივერსიტეტების შეფასებისა და რეიტინგის შედგენის მიხედვით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ მიიჩნევა.

“სად ჩავაბარო?”


ეს კითხვა, უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, თავის პოზიციასა და აქტუალურობას არ კარგავს უფროსკლასელებს შორის. თქვენთვის არჩევანის გამარტივების მიზნით, გთავაზობთ 2021 წლის მსოფლიოს ტოპ 20 უნივერსიტეტის რეიტინგს.


1. University of Oxford (ოქსფორდის უნივერსიტეტი), დიდი ბრიტანეთი;

2. Stanford University (სტენფორდის უნივერსიტეტი), კალიფორნია, აშშ;

3. Harvard University (ჰარვარდის უნივერსიტეტი), მასაჩუსეტსი, აშშ;

4. California Institute of Technology (კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი), აშშ;

5. Massachusetts Institute of Technology (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი), აშშ;

6. University of Cambridge (კემბრიჯის უნივერსიტეტი), დიდი ბრიტანეთი;

7. University of California, Berkeley (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი), აშშ;

8. Yale University (იელის უნივერსიტეტი) კონექტიკუტი, აშშ;

9. Princeton University (პრინსტონის უნივერსიტეტი) ნიუ ჯერსი, აშშ;

10. The University of Chicago (ჩიკაგოს უნივერსიტეტი), აშშ;

11. Imperial College London (ლონდონის იმპერიული კოლეჯი), დიდი ბრიტანეთი;

12. Johns Hopkins University (ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი), მერილენდი, აშშ;

13. University of Pennsylvania (პენსილვანიის უნივერსიტეტი), ფილადელფია, აშშ;

14. ETH Zurich (ETH ციურიხი), შვეიცარია;

15. University of California, Los Angeles (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს ანჯელესი), აშშ;

16. UCL, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი;

17. Columbia University (კოლუმბიის უნივერსიტეტი), ნიუ იორკ სითი, აშშ;

18. University of Toronto (ტორონტოს უნივერსიტეტი), კანადა;

19. Cornell University (კორნელის უნივერსიტეტი), ნიუ იორკი, აშშ;

20. Duke University (დუკის უნივერსიტეტი), ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ

21. Tsinghua University (ცინგუას უნივერსიტეტი), პეკინი, ჩინეთი.

როგორ ჩავაბარო?


უცხოეთში თითოეულ უნივერსიტეტს ჩაბარების საკუთარი სისტემა და მოთხოვნები აქვს. პირველი ნაბიჯი იმ უნივერსიტეტის არჩევაა, რომელშიც სწავლის გაგრძელებაგსურთ. გირჩევთ, თავის დაზღვვისმიზნით, რამდენიმეუნივერსიტეტი აირჩიოთ, რადგან სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვის გარანტიას ვერავინ მოგცემთ. ამასთანავე, უნივერსიტეტების შერჩევისას, აუცილებლად აირჩიეთ ერთი ე.წ. „safety” უნივერსიტეტი, რომელში მოხვედრის შანსიც, თქვენი მოსაზრებით, საგრძნობლად დიდია. უნივერსიტეტების არჩევაში ძალიან დაგეხმარებათ მათსავე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის წაკითხვა.

მას შემდეგ, რაც აირჩევთ სასურველ უნივერსიტეტებს, გაეცანით მათ მოთხოვნებსა და მიღების კრიტერიუმებს. აშშ-ში უნივერსიტეტების უმეტესობა ითხოვს SAT ან ACT ტესტის ჩაბარებას. ორივე ტესტი ამოწმებს თქვენს ცოდნასა და სხვადასხვა უნარს. რაც უფრო “პრესტიჟულია” უნივერსიტეტი, მით უფრო მაღალი ქულის მოპოვებაა საჭირო ტესტში. SAT-ის მაქსიმალური ქულაა 1600, ხოლო ACT-ის - 36. დამატებით და დეტალურ ინფორმაციას აღნიშნული ტესტირებების შესახებ ცალკე სტატიად შემოგთავაზებთ. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მშობლიური ენა ინგლისური არ არის, ინგლისურენოვან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად TOEFL ან IELTS გამოცდის წარმატებით დაძლევაა საჭირო. (SAT-ის გამოცდაში მაქსიმალური ქულის მოპოვების შემთხვევაში, აშშ-ს ზოგიერთი უნივერსიტეტი აღნიშნული ტესტების ჩაბარებას აღარ ითხოვს. მოცემული ინფორმაცია გადაამოწმეთ თქვენ მიერ არჩეულ უნივერსიტეტთან.)

უნივერსიტეტში მოსახვედრად გამოცდაში მაღალი ქულის აღება საკმარისი არ არის. აუცილებელია, გქონდეთ მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობები, რომლებსაც დიდ დროსა და ენერგიას უთმობთ. კლასგარეშე აქტივობებად ითვლება მოხალისეობა, კლუბის წევრობა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა, სტაჟირება და ასე შემდეგ. ასევე, საჭიროა კარგი აკადემიური მოსწრება (GPA) და რეკომენდაციები კონკრეტული საგნების (ძირითადად, მათემატიკისა და ინგლისურის) მასწავლებლებისგან.

უნივერსიტეტების უმეტესობა ასევე მოითხოვს გასაუბრებასა და თქვენ მიერ დაწერილ ესეებს. ამ ყველაფრის ატვირთვა ხდება უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პლატფორმაზე. თქვენ ადგენთ საკუთარ აპლიკაციას, რომელიც შემდეგ ეგზავნება უნივერსიტეტის შესაბამის საბჭოს.

აპლიკანტების უმრავლესობისთვის აქტუალურია ფინანსური საკითხი. არ არის აუცილებელი, უცხოურ უნივერსიტეტში სწავლა დიდ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული. ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში ქვეყნის ოფიციალურ ენაზე სწავლის შემთვევაში უნივერსიტეტში სწავლა უფასოა. აშშ-ში უნივერსიტეტებს დაფინანსების პროგრამები („financial aid”) აქვთ, რისი საშუალებითაც ისინი სტუდენტებს სწავლის საფასურის ნაწილს უფინანსებენ (იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს. აშშ-ში ფინანსური დახმარება, ძირითადად, დამოკიდებულია აპლიკანტის ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე). ასევე, არსებობენ ე.წ. “need blind” უნივერსიტეტები, რომლებიც ჩარიცხვის შემთხვევაში, სტუდენტს უფინანსებენ იმდენს, რამდენიც საჭიროა, მათ შორის, 100%-საც კი. თუმცა, ასეთი უნივერსიტეტი ძალიან ცოტაა, თანაც, ყველა “პრესტიჟულობითა” და მიღების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამერიკის ზოგიერთ, ასევე, ევროპისა და აზიის უნივერსიტეტებში შეგიძლიათ მოიპოვოთ სტიპენდია (Scholarship), ანუ დაფინანსება თქვენი აკადემიური, სპორტული ან ხელოვნებასთან დაკავშირებული ნიჭის გამო. ფინანსურ დეტალებთან დაკავშირებით დამატებითი და სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ კონკრეტული უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

გისურვებთ სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას.

წარმატებები.


სტატიის ავტორი: დავით ჩანქსელიანი

378 views0 comments