სპორტი: კალათბურთი

Updated: Sep 4, 2021

2021 წლის საკალათბურთო პლეიოფები დაიწყო! 2020-21 წლის გარჩევა

NBA-ს 2021 წლის რეგულარული სეზონი 22 დეკემბერს დაიწყო. პანდემიის გამო სეზონის პირველი თამაში 2 თვით გვიან ჩატარდა. კოვიდმა წინა წლის სეზონს და პლეიოფებსაც ძალიან შეუშალა ხელი, ამიტომაც 2020 წლის დარჩენილი სეზონი ორლანდოში, დისნეილენდში დასრულდა. როგორც ვიცით წინა წლის ჩემპიონი ფანების რჩეული „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“, ხოლო ფინალის MVP (Most Valuable Player) ლებრონ ჯეიმსი გახდა. მაგრამ, ამ წელს ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომაც მოდი გადავხედოთ ამ სეზონის მოვლენებს და ახალდაწყებულ პლეიოფებს.

2020-2021 საკალათბურთო სეზონმა ბევრი ცვლილება და მოულოდნელი ამბავი მოგვიტანა. კორონავირუსის მიუხედავად მაყურებლების გარკვეული რაოდენობა არენაზე დაიშვება (საშუალოდ 18,000), მაგრამ ყველა გულშემატკივარმა უნდა დაიცვას რეგულაციები და გაიკეთოს პირბადე, ასევე გაიარონ სტადიონზე დაწესებული შემოწმება. კოვიდ-ტესტები არ იქნება სავალდებულო, თუ სტადიონის 25%-ზე ნაკლები შეივსება.

როგროც უკვე ვახსენე, ამ სეზონმა ბევრი გასაკვირი ამბავი მოგვიტანა. წინა წლის რჩეულმა „ლეიკერსმა” დასავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა. სამაგიეროდ, სიის თავში იუტას „ჯაზი“ მოხვდა, რომელიც წინა წელს მე-6 ადგილს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორსმა” წელი, საწმუხაროდ, ისევ პლეიოფებში გასვლის გარეშე დაასრულა.

წელს აღმოსავლეთ კონფერენციაში უფრო დაძაბული სიტუაცია იყო. დაძაბული და თანაბარი ბრძოლის შემდეგ, სიის სათავეში “ფილადელფია 76-ერსი” მოხვდა. ბევრი გულშემატკივრისთვის ეს ამბავი გასაკვირი იყო, რადგან ფილადელფიამ წინა სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და პლეიოფებში „ბოსტონ სელტიკსთან” 4-0 წააგო.

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერზმა“ წელი მე-9 ადგილზე დაასრულა და ისიც, პლეიოფის მიღმა აღმოჩნდა. ქართველ კალათბურთელს, წინა წელთან შედარებით, უკეთესი სეზონი ჰქონდა. ინდიანას 88 ნომერმა წელი 5.2 ქულით, 3.4 მოხსნით და 0.8 გადაცემით დაასრულა.

პლეიოფების დაწყებამდე, მე-8 და მე-9 ადგილზე მყოფმა გუნდებმა „ფლეი ინ ტურნამეტი“ ითამაშეს. საბოლოოდ გამოვლინდა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას „ვაშინგტონ ვიზარდსი“ და „მემფის გრიზლის“ გააგრძელებდნენ. ამჯერად, ჯადოქრები ფილადელფიასთან 3-1-ს აგებენ, ხოლო მემფისი იუტას ბრძოლა, 3-1-ია. ხვალ, ადრე დილით ვიხილავთ 4 თამაშს:

“ვაშინგტონ ვიზარდსი“@ “ფილადელფია 76-ერსი” 1-3 (ველს ფარგო ცენტრი)

“ატლანტა ჰოკსი” @ “ნიუ იორკ ნიქსი” 3-1 (მედისონ სქუეარ გარდენი)

“მემფის გრიზლის” @“ იუტა ჯაზი” 1-3 (ვივინტ სმარტ ჰოუმ არენა)

“დალს მავერიკსი” @ “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 2-2 (სტეიპლს ცენტრი)


სეზონის დასრულებამდე კიდევ 2 თვე დარჩა. პლეიოფები 22 ივლისს სრულდება და გამოვლინდება ამ წლის ჩემპიონიც. თქვენ რომელ გუნდს გულშემატკივრობთ?


სტატიის ავტორი: ნინი ჩანქსელიანი

28 views0 comments