სეგრეგაციის შესახებ

კაცობრიობის განვითარების ისტორიაში არსებობს მოვლენები და პერიოდები, როდესაც საზოგადოება ეჭიდება მრავალ პრობლემას. ეს შემდგომ განაპირობებს გარკვეულ ცვლილებებს, რომლებიც თანდათანობით საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ხდება. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია სეგრეგაცია.

სეგრეგაცია არის საზოგადოების ერთ-ერთი თანდაყოლილი პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, სულ იარსებებს, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ადამიანს თავის შეხედულება და აზრი გააჩნია. მარტივად რომ ვთქვათ, სეგრეგაცია არის კონკრეტული პირის ან გარკვეულ პირთა „ჯგუფის“ ეთნიკური, რასობრივი, სქესობრივი, ფიზიკური, რელიგიური ან მორალური დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმა.


სექსიზმი; სქესობრივი დისკრიმინაცია

სექსიზმი არის სეგრეგაციის ფორმა, რომელიც ითვალისწინებს სქესთა წარმომადგენელთა შორის არათანაბარ უფლებებს და მდგომარეობას. სექსიზმი ძირითადად ვლინდება შეფასებაში და წინასწარგანყობილებაში მთლიანად სქესის წარმომადგენელთან მიმართებაში, ან შესაბამისი სქესის მისამართით სტერეოტიპულ მსჯელობაში. ნებისმიერ პირს, რომელიც სექსიზმის გამზიარებელია, სექსისტი ეწოდება. ზოგადად, როდესაც საზოგადოებაში არსებობს უთანასწორობა და პრობლემა, რომელიც სქესობრივი იდენტობის სახელით დისკრიმინაციას ქმნის, ამას ყოველთვის ახლავს წინააღმდეგობა. ამ შემთხვევეაში მოწინააღმდეგედ ფემინიზმი და ემანსიპაცია გვევლინება.

ზოგადად, სექსიზმი ყველგან არის გავრცლებული გარკვეული დოზით, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში კანონმდებლობა სექსიზმზეა მორგებული, პატრიარქალურობიდან გამომიდინარე.


რასიზმი; რასობრივი სეგრეგაცია

რასიზმი არის რწმენა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ადამიანთა ფიზიკური მახასიათებლები განსხვავებულობის გამო შეიძლება მოიაზრებოდეს სხვადასხვა კატეგორიებად, სადაც ერთი რასა მეორე რასაზე მაღლა დგას. რასიზმი სხვა რასის მიმართ უთანასწორი დამოკიდებულებისა და ერთი რომელიმე რასის პრივილეგირებული მდგომარეობის გასამართლებლად გარეგნულ მახასიათებლებს იყენებს.

მრავალი საუკუნის მანძილზე ჩამოყალიბებული სხვადასხვა ქვეყნისა და ეთნიკური ჯგუფების კულტურა საზოგადოებრივი საკუთრებაა. კულტურული სეგრეგაცია დღეს მრავალმხრივი პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს მომავალზე და ტრადიციების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. კულტურული სეგრეგაცია ხორციელდება იზოლირებით, ცალკეული პოზიციის არსებობითა და დამოუკიდებლობით.


პროფესიული სეგრეგაცია

პროფესიული სეგრეგაცია არის ასიმეტრია და უთანასწორობა შრომით ბაზარზე. არსებობს პროფესიები, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული გენდერულ სეგრეგაციასთან. ისტორიულად, ქალები ყოველთვის უფრო დაუცველნი იყვნენ, ვიდრე კაცები, რამაც ქალები აიძულა, თავიანთი უფლებებისათვის ებრძოლათ. არსებობს 2 ტიპის პროფესიული სეგრეგაცია:

ჰორიზონტული - გენდერული როლების გამო ყველა პროფესია იყოფა „მამრობითად“ და „ქალურად“. ქალი უფრო მეტად მედდა, ძიძა, დიასახლისი, მზარეული, მასწავლებელი, მდივანი. კაცი არის ექიმი, თანამშრომელი, მეცნიერი-აკადემიკოსი, ფინანსური ანალიტიკოსი. ქალები დღესაც იბრძვიან წარმატების მისაღწევად "მამაკაცის" პროფესიებში.

ვერტიკალური სეგრეგაცია არის პრესტიჟულ პროფესიებში - პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის სფეროებში - ელიტის დაბალი ხელმისაწვდომობა ქალებისათვის.


სეგრეგაციის მიზეზები

თანამედროვე, სწრაფად მზარდ საზოგადოებაში სეგრეგაციის პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ყველა სახის სეგრეგაციას საკუთარი ფონი გააჩნია. სეგრეგაციის არსებობის ასახსნელად ბევრი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ:

ქსენოფობია - უცნობის შიშს, და არა კონკრეტული ტიპის ადამიანის შიშს, შეუძლია გამოიწვიოს რასობრივი და კულტურული სეგრეგაცია.

საზოგადოებრივი მოდელები და სტერეოტიპები - მრავალი საუკუნის მანძილზე ადამიანის გონებაში, სხვაგვარად ფიქრში, იქმნებოდა გარკვეული წარმოდგენები საზოგადოებრივ წყობასთან დაკავშირებით. ეს დამახასიათებელია გენდერული და სოციალური სეგრეგაციისთვის.

საზოგადოების ეგოცენტრულ ბუნებაზე დაფუძნებული იდეოლოგიები - მსგავსი იდეოლოგიების მიმდევრები ხელს უწყობენ საზოგადოებაში სეგრეგაციის შენარჩუნებას.

სტატიის ავტორი: ნიკა ხუნდაძე


33 views0 comments

Recent Posts

See All

Pink Tax