საკვები და კლიმატის ცვლილება

Updated: Sep 10, 2021

ყოველდღრიურ ცხოვრებაში ადამიანი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს საკვები ჩვენს პლანეტასა და კლიმტის ცვლილებაზე.

თქვენ თუ გიფიქრიათ ამაზე?

ევროპელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანის მიზეზით გამოყოფილი სათბური აირების 34%-ზე მეტი კვების ინდუსტრიაზე მოდის.

უფრო გასაგები რომ იყოს, შეგვიძლია ასე ავხსნთ: სოფლის მეურნეობისთვის საჭიროა წყალი და ელექტროენერგია. მათი მიწოდებისას ატმოსფეროში გამოიყოფა სათბურის აირები, მაგალითად, მეთანი და აზოტის ოქსიდი.


მეცხოველეობა, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მიმართულება, მიწების 70 პროცენტს იკავებს და, თავის მხრივ, სათბური აირების 18%-ს გამოჰყოფს.

კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ცხოველებისათვის საკვების მოყვანა. მაგალითად, ერთი კილო საქონლის ხორცისთვის საჭიროა 7 კილოგრამი ხორბალი. თითოეული კილოგრამისთვის კი საჭიროა წყალი და ენერგია.


მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, საკვებზე მოთხოვნილებაც იზრდება. თუ ასე გაგრძელდა, გარემოსა და ადამიანებს დიდი საფრთხე გვემუქრება.

საბედნიეროდ, გამოსავალი არსებობს - მივირთვათ ნაკლები ხორცი, მეტი ხილ-ბოსტნეული, თავადვე მოვიყვანოთ მოსავალი, ვიყიდოთ ადგილობრივი წარმოების საკვები.


ეს არამარტო შეამცირებს სათბური აირების გამოყაფას და, შესაბამისად, კლიმატის ცვლილების ტემპს, არამედ ჩვენს ჯამრთელობასაც გაამუჯობესებს. თუ ცოტათი მაინც გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, დედამიწა უფრო ბედნიერი და ჯანსაღი იქნება.


ავტორი: ნინი მამულაშვილი

19 views0 comments