Pink Tax

თუ ხართ tiktok-ისა ან instagram-ის მომხმარებელი, მაშინ გეცოდინებათ ახალი ტენდენციის შესახებ. მაღაზიაში შესული ადამიანები ერთმანეთს ადარებენ ერთი და იგივე დანიშნულების მქონე, მამაკაცისა და ქალთა პროდუქტთა ფასებს. ძირითად შემთხვევებში, ფასები განსხვავებულია.

აქვე ვიტყვი, რომ ტერმინი “Pink Tax” ახალი არ არის. ის, პირველად, 1994 წელს, კალიფორნიის შტატში გაჩნდა. ტერმინის ჩამოყალიბებას წინ უძღვოდა ის ფაქტი, რომ ქალები, ყოველწლიურად, ყოველდღიურ პროდუქტებში, 1350 ა.შ.შ დოლარით უფრო მეტს იხდიდნენ, ვიდრე კაცები.


თურმე, ყველაფერი ბავშვობიდან იწყება: ვარდისფერი ველოსიპედი ან დაცვითი აღჭურვილობა შეიძლება ორჯერ უფრო მეტი ღირდეს, ვიდრე იგივე პროდუქცია ბიჭისთვის. და ვარდისფერი შამპუნი, რომელსაც ეტიკეტზე სტანდარტული ფრაზა - “ბზინვარე თმები მხოლოდ ერთი დაბანის შემდეგ” - აწერია, 13%-ით მეტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ შედგენილობა კაცისა და ქალის შამპუნებს შორის არ განსხვავდება, მივხვდებით, რომ ეს სრული სიგიჟეა. ახლა აბსურდულ ამბავს გეტყვით: თურმე, ქალების ტკივილგამაყუჩებლებიც კი - ვარდისფერი აბები - ორჯერ მეტი ღირს.


2018 წელს მოხდა სკანდალი, სადაც კომპანია “Burger King” იყო გარეული. მათ ჩაატარეს აქცია, სადაც სხვადასხვა ეტიკეტის მქონე ორ ერთნაირ მენიუს ყიდდნენ - ერთი ვარდისფერი იყო, მეორე კი ყვითელი. როგორც ხვდებით, ვარდისფერი რამდენიმეჯერ უფრო ძვირი იყო. ამ აქციამ სკანდალი გამოიწვია - ადამიანები ამ ფაქტს აპროტესტებდნენ. მაგრამ “Burger King” მარტივად გამოძვრა და თავი იმით გაიმართლა, რომ ამ სახის აქციით უნდოდათ პრობლემა გაეშუქებინათ.


მაგრამ აუცილებელი არაა, ბარბის სამყაროში ცხოვრობდე ან პერის ჰილტონი იყო, რომ უფრო მეტი გადაიხადო. თურმე, საწერი კალმებიც შეიძლება იყოს “ქალური”.


მოდით, ახლა ტანსაცმელზე ვისაუბროთ. მემგონი, აქედან უნდა დამეწყო. სეგმენტი LUX - ასე ეძახიან ხოლმე - ყველაზე მეტად გამოირჩევა PINK TAX-ით, რადგან განსხვავება კაცთა და ქალთა ტანსაცმლების ფასთა შორის თვალშისაცემია. უმეტეს შემთხვევაში, ამას ხსნიან იმით, რომ ქალის ტანსაცმელზე უფრო მეტი ნაჭერი ან ძაფები იხარჯება. თუმცა რატომღაც იგივე პრობლემა ეხება unisex ტასაცმელსაც: ჯინსები, თეთრი მაისურები, პერანგები. თმის შეჭრა სალონში ბევრად უფრო ძვირად უჯდება ქალს, ვიდრე კაცს.


მაგრამ ახლა ფემინისტურმა მოძრაობებმა და სხვადასხვა საჩივრებმა მარკეტოლოგებს უკან დაახევინა. შეიქმნა unisex ტანსაცმელი. Chanel-მა კაცის კოსმეტიკა გამოუშვა. Youtube-ზე ხშირად შეხვდებით ტენდენციას, სადაც ასწავლიან, თუ როგორ შეიძლება კაცის ტანსაცმლის გადაკეთება.


რომ შევაჯამოთ, დიდი კომპანიები ქალებსა და გოგონებს ორჯერ მეტ ფულს ახდევინებენ.


სტატიის ავტორი: მარიამ თვალაძე

48 views0 comments