ოლიმპიური თამაშები - ტოკიო 2021; მიმოხილვა

Updated: Sep 4, 2021

2021 წლის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს იწყება და 8 აგვისტოს მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, პანდემიის გამო მისი ჩატარება 1 წლით გადაიდო. 2016 “წლის რიო დე ჟანეირო”-ს თამაშებმა იაპონიაში, ტოკიოში გადმოინაცვლა. კოვიდ-19-ს მუხედავად, იაპონელები ღონისძიების ჩატარებას დათანხმდნენ. მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის 11 091 სპორტსმენი იღებს.

საქართელოს ნაკრები ოლიმპიადაზე 32 მონაწილით გადის. ისინი მონაწილეობას სპორტის 14 სახეობაში იღებენ. მათ შორის არის ძალოსნობაში 4-გზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ასევე მსოფლიოს 30-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.


კალათბურთი


ამ წელს ოლიმპიადაზე კალათბურთს 12 გუნდი ითამაშებს. წლევანდელი გულშემატკივრების რჩეული ისევ აშშ-ა. მათ შორის თამაშობენ 2013-14 წლის MVP კევინ დურანტი, „პორტლენდ ტრეილ-ბლეიზერს“-ის გამთამაშებელი დემიან ლილარდი და „გოლდენ სთეით ვორიორს“-ის ფორვარდი დრეიმონდ გრინი. ამერიკელების მთავარი მწვრთნელი სან ანტონიოს გრეგ პოპოვიჩი იქნება.


ფეხბურთი


ტოკიოში ფეხბურთში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს. ამ ქვეყნებს შორის არიან 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი ბრაზილია, ფანების რჩეული საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიური წესების მიხედვით, მხოლოდ 24 წლამდე ფეხბურთელებს შეუძლიათ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება.


ძალოსნობა


საქართველო, როგორც ყოველთვის, ძალოსნობაში მონაწილეობს. მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ოქროს მედალის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე კაცთა 105+კგ წონაში ასპარეზობას განაგრძობს.


პარაოლიმპიადა


პარაოლიმპიადა, როგორც ოლიმპიადა, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვისაა. თამაშები ტოკიოში, 24 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება. წარმოდგენილი იქნება სპორტის 22 სახეობა და 4 400 სპორტსმენი.


რაც შეეხება 2024 წლის ოლიმპიადას, მას საფრანგეთში, პარიზში ვიხილავთ. ეს ფრანგების მიერ მეექვსედ ჩატარებული ოლიმპიადა იქნება. ვიხილავთ დაახლოებით 10 500 სპორტსმენს, რომლებიც სპორტის 32 სახეობაში იასპარეზებენ.


ჯერჯერობით სულ ესაა. რომელ ქვეყანას გულშემატკივრობთ წლევანდელ ოლიმპიადაზე?


ავტორი: ნინი ჩანქსელიანი

107 views0 comments

Recent Posts

See All