"მეცნიერება მსხვერპლს მოითხოვს"

გსმენიათ თუ არა გამოთქმა: „მეცნიერება მსხვერპლს მოითხოვს“?

უმეტესად ეს ფრაზა გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი, მაგრამ იყო დრო, როდესაც მეცნიერებას სისხლიან მსხვეპლს სწირავდნენ. ბევრს შეიძლება გაახსენდეს ნაცისტური ბანაკები, სადაც ადამიანებზე საშინელ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, მაგრამ ამ სტატიაში მოთხრობილი ისტორია დეტექტიური ჟანრის დამაინტრეგებელ რომანს უფრო წააგავს.

ეს ამბავი მოხდა 1828 წლის ერთ წვიმიან ღამეს, ბრიტანეთის იმპერიის ქალაქ ედუნბურგში. ცნობილი შოტლანდიელი ანატომიკოსი და ლექტორი რობერტ ნოქსი თავის ლაბორატორიაში იჯდა და წიგნს კითხულობდა. უეცრად მის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. პროფესორმა კარი გააღო და ორი მამაკაცი და ურემი დაინახა. სტუმრებმა მეცნიერს თავი წარუდგინეს და აჩვენეს ის, რაც ურემში იდო. ნოქსს გაუხარდა. მან სტუმრებს ფული გადაუხადა და საქმეს შეუდგა. ამ ურემში გარდაცვლილი ადამიანის გვამი იდო, ხოლო ნოქსის გახარება გამოიწვია იმან, რომ იმ დროისათვის ედინბურგი ანატომიის დარგში მსოფლიო დედაქალაქი იყო და კვლევისათვის ადამიანის სხეულის შესყიდვა ძალიან რთული იყო. იმ ორ მამაკაცს, რომლებმაც პროფესორ ნოქსს გარდაცვილის გვამი მიჰყიდეს, უილიამ ბურკი და უილიამ ჰეარი ერქვათ. მათ სახელებს კიდევ არაერთხელ შევხვდებით.

დროთა განმავლობაში პროფესორი ნოქსი გარდაცვლილი პირის სხეულს სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდში წამოაყენა ბევრი ჰიპოთეზა, რომელთაც ანატომიის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გარდაცვლილის სხეული შემდგომი კვლევებისათვის გაოუსადეგარი გახდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ჰეარი და ბურკი სამი ახალი „გარდაცვლილი“ პირით. ნოქსმა მათ კვლავ საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადა და კვლევა გააგრძელა. დროთა განმავლობაში ის ახალ-ახალ მეცნიერულ აღმოჩენებს აკეთებდა. სამუშაო „მასალაც“ არ აკლდა. ერთ დღეს ნოქსის ლაბორატორიაში შემოვიდა პოლიციელი და აჩვენა აქაღალდი, რომელზედაც დაკარგული პირის სურათი იყო დატანილი. ნოქსმა უთხრა, რომ მას ეს პირი არ უნახავს და მუშაობა განაგრძო. რამდენიმე დღეში ნოქსის ლაბორატორიაში შემზარავი მოვლენა მოხდა: დაკარგული პირი მის ქირურგიულ მაგიდაზე აღმოჩნდა. ალბათ, ხვდებით, სიუჟეტი როგორც განვითარდება. გამომძიებლებმა ნოქსი დაკითხეს. მან უთხრა, რომ გარდაცვლილ პირებს ბურკი და ჰეარი აწვდიდნენ. იმდროინდელი კანონმდებლობით კვლევითი მიზნებისათვის მხოლოდ იმ უსახლკარო ან კრიმინალი პირების გვამების გამოყენება შეიძლებოდა, რომლებიც ბუნებრივი სიკვდილით ან სიკვდილით დასჯით აღესრულებოდა. ბურკი და ჰეარი სასწრაფოდ დააკავეს. პოლიციამ ისიც გაიგო, თუ როგორ დაიწყო გვამებით ვაჭრობა. ერთხელ, როდესაც ჰეარს თავისი მოვალე შემოაკვდა, ნოქსის ერთ-ერთმა მოსწავლემ ურჩია გვამი პროფესორისათვის მიეყიდა. ჰეარი მიხვდა, თუ რამხელა ფულის შოვნა შეიძლებოდა გვამებით ვაჭრობით. დროთა განმავლობაში ჰეარმა და ბურკმა 16 ადამიანი მოკლეს და თითოეულის გვამი პროფესორ ნოქსს მიჰყიდეს. ამ დანაშაულისათვის მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ დაისაჯა მხოლოდ ბურკი. ჰეარმა მოსამართლის მოსყიდვა შეძლო და ის განათავისუფლეს. ირონიულია ის, რომ ბურკის გვამი პროფესორ ნოქსს გადასცეს.

არ გეგონოთ, რომ ეს ვიქტორიანული ეპოქის ყველაზე საზარელი ისტორიაა. ასეც ხდებოდა, რომ საფლავებს თხრიდნენ და გარდაცვლილთა გვამებს ედინბურგის უნივერსიტეტში აბარებდნენ. როგორ ცნობილი ფრაზა ამბობს, „მიზანი ამართლებს საშუალებას“.

სტატიის ავტორი: სანდრო ასკურავა


28 views0 comments