კლიმატის ცვლილების შედეგი

Updated: Sep 4, 2021

კლიმატის ცვლილებამ მრავალი გლობალური პრობლემა გამოიწვია. გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში სწორედ მათზე ვისაუბროთ. გვინდა, სტატისტიკის მეშვეობით ცხადვყოთ კლიმატის ცვლილების შედეგი ბუნებასა და დედამიწაზე.


პირველ რიგში, ვისაუბროთ არქტიკული ყინულის დნობაზე. ზოგადად, არქტიკის ყინული ყოველწლიურ მინიმუმს სექტემბერში აღწევს, ზაფხულის დნობის შემდეგ. ამის გათვალისწინებით, 1979 წელს მეცნიერებმა სექტემბრის თვის მონაცემების აღრიცხვა და შედარება დაიწყეს. მათ აღმოაჩინეს, რომ არქტიკული ყინული ყოველი 10 წლის შემდეგ 13 პროცენტით მცირდება, რაც მიუთითებს კლიმატის ცვლილების გავლენაზე. 2020 წლის 15 სექტემბერს კი არქტიკის ყინული ისტორიულ მინიმუმამდე - 3,74 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.

ასევე, კლიმატის ცვლილებამ 2019 წელს ვენეციის დატბორვა გამოიწვია, რის შედეგადაც ქალაქმა 1.1 მილიარდი დოლარით იზარალა. დატბორვა პრობლემაა ინდონეზიაშიც - სახელმწიფოს უწევს დედაქალაქის, ჯაკარტას გადატანა, რადგან ის ყოველ წელს 25 სანტიმენტრით იძირება. ეს მოვლენა განაპირობა ორმა ფაქტორმა:

1. კლიმატის ცვლილებამ, რასაც მსოფლიო ოკეანის ყინულების დნობა და ზღვის დონის აწევა მოჰყვა;

2. მიწისქვეშა წყლების გამოყენებამ, რამაც ნიადაგის ჩაძირვა გამოიწვია.

აქვე გაგაცნობთ საინტერესო ფაქტსაც - არქტიკის წყლებში არსებული ყინული მთლიანად რომ გალღვეს, ოკეანის დონე 65 მეტრით აიწევს. ჩაიძირება ქალაქები: ლოს ანჯელესი, სიეტლი, მაიამი, ბოსტონი, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ბუენოს აირესი, რიო დე ჟანეირო, ლონდონი, ბერლინი, ვენეცია, სტამბოლი, კაირო, ალექსანდრია, ჰონგ კონგი, შანხაი, ბეიჯინგი, სეული, ტოკიო; ასევე, ჩაიძირება ქვეყნები: ჰოლანდია, დანია, ბელგია, ბანგლადეში. ყინულის დნობის დღევანდელი ტემპით, ეს 5000 წელიწადში მოხდება. გთავაზობთ საინტერესო ანიმაციას:

პრობლემას წარმოადგენს ექსტრემალური ამინდის შემთხვევების ბოლო 20 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ექსტრემალური ამინდის შემთხვევების 2/3 ჩვენმა ქმედებებმა გამოიწვია. 1980 წლიდან დღემდე, წყალდიდობების რაოდენობა გაოთხმაგებულია. საგანგაშოა ისიც, რომ წყალდიდობების რიცხვის ზრდის ტემპიც კი იმატებს - მაჩვენებლის გაორმაგებას ჯერ 24 წელი დასჭირდა (1980 - 2004), შემდეგ კი თექვსმეტი (2004 - 2020).


კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ტყეების გაჩეხვაა. ყოველ წუთს იჩეხება 30 საფეხბურთო მოედნის (90x60) სიდიდის ტროპიკული ტყის მასივი. ამის წარმოდგენა ძალიან რთულია. ტყის ჩეხის ძირითადი მოტივი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებაა. უმეტესწილად, გაჩეხილ ტერიტორიაზე პალმებს რგავენ. დადგენილია, რომ ტროპიკული ტყის გაჩეხვა ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის 11%-ზეა პასუხისმგებელი.

ბოლოსათვის შემოვინახეთ თავად კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზის, და არა მისი მიზეზით გამოწვეული პრობლემების სტატისტიკა. 2000 წელს ატმოსფეროში 24 მილიარდი ტონა ნახშიორჟანგი გამოიყო. 2019 წელს ამ რაოდენობამ 36 მილიარდ ტონას მიაღწია. ვარაუდობენ, რომ 2020 წელს კოვიდ-19-ის შეზღუდვების გამო გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა 34 მილიარდამდე დაეცა, რაც ბოლო 20 წლის ფონზე, უჩვეულოა. 2020 წლის მონაცემის მიუხედავად, არ უნდა გვქონდეს კლების შენარჩუნების მოლოდინი, რადგან პანდემიის ფონზე, ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება სახელმწიფოების პრიორიტეტი არ არის.

ავტორები: ნინი მამულაშვილი, ნინი სუბარი, თინათინ გრძელიშვილი


35 views0 comments