გლობალური დათბობა

ალბათ, გლობალური დათბობის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ამ ტერმინის მნიშვნელობა ძალიან ბევრს გააზრებული არ აქვს. მაშინ, მოდი დავსვათ ასეთი კითხვა:

რა არის გლობალური დათბობა და რამხელა გავლენა აქვს მას ჩვენს ცხოვრებაზე?

პირველად გლობალური დათბობის შესახებ კაცობრიობამ 1895 წელს გაიგო, როდესაც ქიმიკოსმა სვანტე არენიუსმა თავისი ვარაუდები გამოამჟღავნა. თუმცა მისმა ნათქვამმა მე-20 საუკუნის დასასრულამდე დიდი გავლენა არ მოახდინა. ხოლო ზუსტად 50-70-იან წლებში შეამჩნიეს ტემპერატურის ცვლილება და გახშირებული ბუნებრივი და არაბუნებრივი კატასტროფები. მაგრამ, სამწუხაროდ, არც ამ ცვლილებების შემჩნევის შემდეგ მიუქცევიათ ადამიანებს გლობალური დათბობისათვის დიდი ყურადღება.

გლობალური დათბობა სერიოზული პრობლემაა, რომელიც მარტო ერთი მიზეზით გამოწვეული არაა. ეს მიზეზები არის როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანის მიერ წარმოშობილი. ბუნებრივ მიზეზებში შედის სათბური გაზების გამოყოფა, რომლებიც დედამიწას ვერ ტოვებს. ეს ყველაფერი ტემპერატურის ცვლილებას იწვევს.

გარდა ამისა, არ შეიძლება დავივიწყოთ ვულკანური ამოფრქვევები, რომელიც ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს გლობალური დათბობის გაუარესებაში. ამოფრქვევების შედეგად გამოიყოფა ტონობით CO2, იგივე ნახშირორჟანგი. მოკლედ რომ ვთქვათ, მეთანი არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომელიც გლობალურ დათბობას ხელს უწყობს.

ბუნებრივი ცვლილებებისდა მიუხედავად, გლობალური დათბობის ამჟამინდელი ეპოქა პირდაპირ კავშირშია ჩვენთან, ადამიანებთან. საწვავის წვის შედეგად მიღებული წიაღისეულები, როგორიცაა ბენზინი, ქვანახშირი და ნავთობი სათბურის ეფექტის გახშირებას იწვევს დედამიწაზე. მოპოვებით და სამრეწველო სამუშაოებს მოჰყვება გარემოს დაბინძურება და ხეების გაჩეხვა. რომ შევაჯამოთ, თუ ნახშირორჟანგის შთანთქმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყარო გაქრება, გაზის დასარეგულირებლად დედამიწაზე აღარაფერი აღარ დარჩება. ეს ყველაფერი კი გლობალურ დათბობას გამოიწვევს.

რა გავლენას ახდენს გლობალური დათბობა ადამიანზე?

როგორც უკვე იცით, გლობალური დათბობა არა მარტო ბუნებას, არამედ ჩვენც გვავნებს. გარემოს დაბინძურება და ტემპერატურის ხშირი ცვლილება იგივენაირად ვნებს ადამიანს, როგორც ბუნებას. მაგალითად, სიცხე და დაბინძურებული ჰაერი იწვევს გულის პრობლემებს, ასთმას, ნაადრევ მშობიარობას და ა.შ. ბურღულეული, ბრინჯი და მსგავსი პროდუქტების ხარისხი ქვეითდება. ძლიერი და ხშირი წვიმები ზრდის წყალდიდობების რისკს. ზღვის პროდუქტები ტოქსინებით ბინძურდება და როგორც სხვა საკვები, მისი ხარისხიც იგივენაირად ქვეითდება. დაავადებების გადამცემი ტკიპების და კოღების რაოდენობა იზრდება და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

თუ არ გვინდა, რომ ეს ყველაფერი ახლო მომავალში მაინც არ მოხდეს, მოდი დავსვათ კიდევ ერთი კითხვა:

როგორ ვიბრძოლოთ გლობალური დათბობის წინააღმდეგ?

გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა არც ისე მარტივი საქმეა. მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არაა. უპირველესყოვლისა, დავიწყოთ სათბურის გაზების შემცირებით: გადავერთოთ ჰიბრიდულ მანქანებზე და შევამციროთ ნახშირორჟანგის გამოყოფა, ან ვიმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. პოლიეთილენის ცელოფნების ნაცვლად, საყიდლებზე ვატაროთ ნაჭრის ჩანთები. დავზოგოთ წყალი და ვეცადოთ, რომ ელექტროენერგიის გამოყენება შევამციროთ. შეგვძლია მოხალისეობრივად ხეების დარგვა ან გარემოს დასუფთავება დავიწყოთ.

უნდა გავიაზროთ, რომ დედამიწა საფრთხეშია და გლობალური დათბობა ძალიან დიდი პრობლემაა. უნდა ვიფიქროთ არა მარტო ჩვენს კეთილდღეობაზე, არამედ სხვებზეც, ჩვენს შთამომავლებზე და გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მცირეა ის კეთილი საქმე, რომელსაც გააკეთებთ, მთავარია ის, რომ დედამიწის მომავლის გაუმჯობესებაში დიდ წვლილს შეიტანთ. მოუფრთხილდით დედამიწას, მოუფრთხილდით საკუთარ თავს.

სტატიის ავტორი: ნინი ჩანქსელიანი

11 views0 comments