9 უჩვეულო ფაქტი, რომელიც (შეიძლება) აქამდე არ გსმენიათ vol.3

Updated: Sep 4, 2021

  1. ყოველწლიურად, სელფის გადაღებისას 42 ადამიანი იღუპება. ამ მომენტს ჭირისუფალი არც იმიერ ცხოვრებაში დაივიწყებს.

  2. 22 წლის ალექსანდრე III-მ (მაკედონელმა) დაიპყრო იმ დროისათვის ცნობილი მსოფლიოს ნახევარი. ამიტომაც, ამ ასაკში მშობლების დივანზე უსაქმურად კოტრიალი არავის ეპატიება.

  3. მსოფლიოს მოსახლეობის 81-მა პროცენტმა ჰალსტუხის შეკვრა არ იცის. მგონი, ამიტომაც არსებობს ასე ცოტა მილიონერი.

  4. ჩვენ თმებში ოქროს მიკრონაწილაკები მოიპოვება.

  5. კორეაში კანონმდებლობით აკრძალულია მეუღლის ღალატი. როგორც იტყვიან, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთო.

  6. XVIII საუკუნის ინგლისში ფესტივალებსა და ბაზრობებზე ცოლის გაყიდვა შეიძლებოდა. ეს ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ დაბალი ფენის წარმომადგენელი ცოლს გაყროდა.

  7. ისე, ვერასოდეს ვხვდებოდი, თუ რატომ გარბოდა ხალხი კანადაში. პორტუგალიელების მიხედვით იქ ხომ არაფერია (cá nada - პორტ. აქ არაფერია)

  8. მართალია, ლომი სიმამაცის სინონიმია, მაგრამ მტაცებლებს შორის მას ყველაზე პატარა გული აქვს.

  9. არასოდეს თქვათ, რომ დრო არ გყოფნით, მეფე ლუი XIX საფრანგეთს სულ რაღაც 15 წუთით მართავდა.


სტატიის ავტორი: სანდრო ასკურავა



29 views0 comments