10 უჩვეულო ფაქტი, რომელიც (შეიძლება) აქამდე არ გსმენიათ

Updated: Sep 4, 2021

1. ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯ.რ.რ ტოლკინის ბეჭდების ბრძანებლის ეკრანიზაცია ბევრს გექნებათ ნანახი. მაგრამ იცოდით, რომ ცნობილი ტრილოგიის ეკრანიზაციის შეუმოკლებელი ვერსია რვა დღეზე მეტ ხანს გრძელდებოდა?


2. ქამელეონის ენა მის სხეულზე ორჯერ გრძელია. ასეთი ანატომიური შესაძლებლობები განაპირობა ქამელეონის კვებითმა რაციონმა, რომელიც მფრინავი მწერებისგან შედგება. გრძელი და წებოვანი ენა მას სწორედ მწერების დასაჭერად და თავის გამოსაკვებად სჭირდება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქამელეონი ზურგს ენით იფხანს.

3. ყველაზე დიდ ხანს მმართველი მონარქი იყო ეგვიპტის ფარაონი პეპი II, რომელიც ქვეყანას 96 წლის განმავლობაში მართავდა. ის 100 წლისა გარდაიცვალა, შესაბამისად, ფარაონი ოთხი წლის ასაკში გახდა. თუ გეგონათ, რომ ყველაზე დღეგრძელი მონარქი ელისაბედ II იყო, არ ინერვიულოთ, მას ამ ტიტულამდე სულ რაღაც 31 წელი აკლია.


4. ბრიტანეთის იმპერია იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შვიდივე კონტინენტზე ჰქონდა ტერიტორია.

5. აშშ-ს კანონმდებლობით 1913 წლამდე ბავშვების ფოსტით გაგზავნა შეიძლებოდა. ალბათ, ამერიკაში ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ წეროს ნაცვლად, ისინი ფოსტალიონმა მოიყვანა. წარმომიდგენია განბაჟების პროცესი.


6. ყველაზე დიდი ძუძუმწოვრის, თეთრი ვეშაპის გული ,,Volkswagen Beetle-ის” ზომისაა.


7. ყველაზე ძნელად განკურნებადი ფობია არის შიშის ფობია. სწორედ ამას ჰქვია ჩაკეტილი წრე.


8. სირაქლემებს საათში 70 კილომეტრის განვითარება შეუძლიათ.


9. რესურსებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი აფრიკული სახელმწიფო, კონგოს დომოკრატიული რესპუბლიკა, ამავდოულად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა. ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე არის 501 აშშ დოლარი, ხოლო კონგოს რესურსების ფასი შეადგენს 24 ტრილიონ აშშ დოლარს.


10. ანტარქტიკის ერთადერთი მდინარე, სახელად ონიქსი, სულ რაღაც 60 დღის განმავლობაში მიედინება.

112 views0 comments