10 უჩვეულო ფაქტი, რომელიც (შეიძლება) აქამდე არ გსმენიათ vol.2

Updated: Sep 4, 2021

  1. წიგნი, რომელსაც ამერიკაში მაღაზიებიდან ყველაზე ხშირად იპარავენ, არის ბიბლია.

  2. მე-17 საუკუნემდე თერმომეტრებს ვერცხლისწყლის ნაცვლად, კონიაკით ავსებდნენ. მგონი აქედან იღებს სათავეს ტერმინი„გრადუსის დაწევა“.

  3. იუპიტერზე რეგულარულად მოდის ალმასის წვიმა. სანამ სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადებას დაწერთ და ხელში კალათას დაიჭერთ, გაითვალისწინეთ, რომ იუპიტერი დედამიწისგან 665 ათასი კილომეტრითაა დაშორებული.

  4. საუდის არაბეთის მდინარეებში წყლის ნაცვლად ნავთობი მოდის. საუდის არაბეთი ისეთი ქვეყანაა, რომელშიც არც ერთი მდინარე არ მიედინება.

  5. რომის იმპერიაში თუ პაციენტი ოპერაციის დროს გარდაიცვლებოდა, ექიმს ხელს აჭრიდნენ. აქედან ორი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ: ან რომში საუკეთესო მედიცინა იყო, ანდა ბავშვებს რომ ჰკითხავდნენ, ვინ გინდა გამოხვიდეო, ამპუტატორის პროფესია პირველ სამეულში მოხვდებოდა.

  6. მონაკოს საჰერცოგოს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი ქვეყნის ჯარზე უფრო დიდია. მგონი ჰერცოგი მთავარსარდალთან ერთად, მთავარდირიჟორიც გამოდის.

  7. ტოკიოში ზოოპარკს ყოველ წელს ორი თვით კეტავენ, რათა ცხოველებმაც შეძლონ ჩვენგან დასვენება.

  8. კრევეტი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელსაც გული თავში აქვს. მას არ უჭირს რომანტიკა, რადგან გულიც და გონებაც ერთი და იგივე მიმართულებით მიდიან.

  9. საფრანგეთში ჯასტინ ტიმბერლეიკის მიერ დაუმთავრებელი ტოსტი იბეიზე 3000 დოლარად გაიყიდა. კიდევ ვინ მოგაწვდით ასეთ კარგ ბიზნესიდეას?

  10. საშუალებას მოგცემთ, მეათე ფაქტი თავად დაწეროთ, საუკეთესო სამეული კი შემდეგ ნომერში მოხვდება.

სტატიის ავტორი: სანდრო ასკურავა

34 views0 comments