ჩვენ შესახებ

DSC09993-2.jpg

სასკოლო ონლაინ-ჟურნალი "მარკერი"

“მარკერი” ბაქსვუდელების მიერ შექმნილი სასკოლო ონლაინ-ჟურნალია. ჩვენი მიზანია, ყველა ბაქსვუდელ მოსწავლეს მივცეთ მათთვის საინტერესო თემებზე წერისა და თავიანთი ნაშრომების გაზიარების შესაძლებლობა.

გვინდა, ჩვენი ონლაინ-ჟურნალი იყოს გრძელვადიანი პროექტი, რომელიც სკოლის ერთ-ერთ ტრადიციად გადაიქცევა.

თუ ჩვენ შესახებ მეტის გაგება გსურთ, წაიკითხეთ ჩვენი სტატიები და მოინიშნეთ თქვენთვის საინტერესო.

ჩვენთან შეხვდებით...

სტატიებსა და ბლოგებს

ვწერთ ყველაფერზე, რაც საინტერესოდ მიგვაჩნია - სასკოლო და საუნივერსიტეტო ცხოვრება, მეცნიერება, ისტორია, ლიტერატურა და ა.შ.

პოდკასტებს

ინფორმაციას გიზიარებთ არა მარტო სტატიების, არამედ პოდკასტების საშუალებითაც

სიახლეებს კონკურსების შესახებ

გაგაცნობთ საინტერესო შესაძლებლობებსა და კონკურსებსაც. ასევე, შემოგთავაზებთ სახალისო ქვიზებსა და ინტერვიუებს